დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ 

12:12, 03.08.2026

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ღრმავდება – თინა ბოკუჩავას ამჯერად პეტრე ცისკარიშვილი უპირისპირდება.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრალდებებს პარტიის გენერალური მდივანი კონტრბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ყრილობის გამართვის თარიღი სწორედ ბოკუჩავას განრიგს მოარგეს. უფრო კონკრეტულად, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, შეკრება ივლისის ნაცვლად, აგვისტოში დანიშნეს და ბოკუჩავას სურვილის შემთხვევაში, დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა, ამიტომ ბოკუჩავას საგზაო რუკასთან ერთად, შინაგანაწესის გაცნობას ურჩევს.

პარტიაში არსებული დაძაბულობის პარალელურად, საქართველოს გარშემო ექვსთვიან შეხვედრებს აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა დედაქალაქში ქალებთან უკვე გამართა. მორიგი დაპირისპირება არ უკვირს მმართველ გუნდს. უმრავლესობა, პარტიას და მის ლიდერებს კრახს უწინასწარმეტყველებს.

 

მსგავსი