დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
დაპირისპირება ღრმავდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.
თინა ბოკუჩავას ამჯერად პეტრე ცისკარიშვილი უპირისპირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრალდებებს პარტიის გენერალური მდივანი კონტრბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ყრილობის გამართვის თარიღი სწორედ ბოკუჩავას განრიგს მოარგეს. უფრო კონკრეტულად, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, შეკრება ივლისის ნაცვლად აგვისტოში დანიშნეს და ბოკუჩავას სურვილის შემთხვევაში დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული ოქმს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა, ამიტომ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს საგზაო რუკასთან ერთად, შინაგანაწესის გაცნობას ურჩევს.
მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის დამფუძნებელი საარჩევნო კამპანიის დაწყებას ხელოვნური ინტელექტით აანონსებს, ღიმილისმომგვრელია მმართველ გუნდში. უმრავლესობაში პარტიას და მის ლიდერებს კრახს უწინასწარმეტყველებენ.