დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

12:23, 01.07.2026

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი წერს: „სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, რის გამოც პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა დავნიშნეთ, თუმცა, „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია – ამის შესახებ სააკაშვილი წერილობითი ინტერვიუში ამბობს, რომელიც გაუგზავნა „TV პირველს“. მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი.

სააკაშვილმა სრულიად ყალბი და არაგულწრფელი უწოდა ოპოზიციას, როცა მათ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ გამოაცხადეს. ყოფილი პრეზიდენტი ასევე იწუნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი მოქმედების სტილს და აღნიშნავს, რომ პარტია რევოლუციური მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატორი უნდა იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის შემდეგ, რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა.

პარალელურად კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციული განახლების გეგმა წარადგინა ანა წითლიძემ. პრეზენტაციას არც მოქმედი თავმჯდომარე ესწრებოდა და არც სააკაშვილის მიერ დასახელებული ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი