გახდება თუ არა პარტიის დამკვირვებელი პარტიის თავმჯდომარე,- ეს როგორც ირკვევა, მას შემდეგ გადაწყდება, როცა მიხეილ სააკაშვილის ახალი პოლიტიკური ფავორიტი დაინახავს, აქვს თუ არა რევოლუციური ცვლილებების რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“. ნანუკა ჟორჟოლიანი ახლა რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ხვდება, ცენტრალურ ოფისში კი დიდი ვნებათაღელვაა. მოქმედი ნაწყენია, არც მალავს და მიანიშნებს, რომ კომუნიკატორები სააკაშვილთან, შესაძლოა, მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ნაწილი ცდილობს დაანონსებული რევოლუციური ცვლილებების არსში გაერკვეს, თან ისე, რომ ძველებმა ახლების მოსვლით ადგილები არ დაკარგონ, მაგალითად, ანა წითლიძე კი მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და პროცესებში ამომრჩევლის ჩართულობას ითხოვს.