კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე ხმაური და დაპირისპირება გვიან ღამემდე გაგრძელდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შტაბთან საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ, რასაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ წარმომადგენლებთან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მხარეები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები. დაპირისპირების შემდეგ მარშის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. მომხდარს ეხმაურებიან მმართველ გუნდში, სადაც მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ და ევროკავშირის ელჩს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.