დაპირისპირება ლიბანის დედაქალაქში

ლიბანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 165 ადამიანი დაშავდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, დემონსტრაციის მონაწილეები პოლიციამ და შეიარაღებულმა ძალებმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის საშუალებით განდევნეს. აქციის მონაწილეებმა მალევე გადაჯგუფება შეძლეს და დაპირისპირებამ დაცემულ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ქვებს და პიროტექნიკურ საშუალებებს ისროდნენ. ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზაცია გამოცხადდა.  ეკონომიკური ვითარების გაუარესების გამო, ლიბანში მასშტაბური დემონსტრაციები შემოდგომიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ეკონომიკური რეფორმის გატარებასა და კორუმპირებული მაღალჩინოსნების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.