დაპირისპირება კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან

21:40, 08.09.2025
დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნის წინ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და საპროტესტო მარშის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. მხარეები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტყვიერთან ერთად, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. არიან დაშავებულები.
განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაუშვან სიტუაციის ესკალაცია და დაემორჩილონ სამართალდამცავების მითითებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრომ დაპირისპირების დაწყებისთანავე ზომებს მიმართა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი სამართალდამცავების მოწოდებას არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.
ამ მომენტისთვის ადგილზე ვითარება განეიტრალებულია. მარშის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, რომელმაც ევროკავშირის ელჩებს რეაგირებისკენ მოუწოდა და ფაქტი საარჩევნო პროცესის ხელშეშლად შეაფასა.

მსგავსი