დაპირისპირება კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან თბილისში. მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.