დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

ხმაური იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა. ირაკლი აბესაძემ და სალომე სამადაშვილმა ფარული ჩანაწერების საკითხზე მსჯელობა მოითხოვეს. ეკა ბესელიას ინფორმაციით კი, ეს დღის წესრიგში გათვლისწინებული არ იყო. დაპირისპირება  საბოლოოდ შეურაცხმყოფელ განცხადებებში გადაიზარდა, რის გამოც სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინეს.