დაპირისპირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

სტუდენტების ულტიმატუმი ილიას უნივერსიტეტის რექტორს – თანამდებობის დასატოვებლად, სტუდენტები გიგა ზედანიას ვადას საღამოს ათ საათამდე აძლევენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. რექტორთან ერთად, სტუდენტთა ნაწილი აკადემიური საბჭოს, დათხოვნასაც ითხოვს. განათლების სამინისტროს კი, სტუდენტები მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი დაყენებულ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ უტიმატუმის ენით საუბარი დაუშვებელია.