დაპირისპირება იერუსალიმში

უკიდურესად დაძაბულია ვითარება იერუსალიმში.

პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი უკვე 500-ს აჭარბებს. უკმაყოფილება ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის საფუძველზეც აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ-ჯარას რაიონიდან პალესტინური ოჯახები უნდა გაასახლონ. პალესტინა პროვოკაციულ ნაბიჯად მიიჩნევს იერუსალიმის მარშსაც, რომლითაც ისრაელი ყოველწლიურად 1967 წელს აღმოსავლეთ იერუსალიმის დაკავებას ზეიმობს. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წელს მარში აღარ გაიმართება.