დაპირისპირება გლდანულაში

საპროტესტო აქცია გლდანში.

გლდანულას ხევის პირველი კორპუსის მიმდებარე სკვერში პარტია „ქართული ოცნების“ დროშების განთავსება გააპროტესტეს ორგანიზაციების, „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ადგილობრივი მცხოვრებლები დახვდნენ. მათი განცხადებით სკვერში დროშები მათივე თანხმობით განთავსდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეები „ქართულო ოცნების“ დროშების ნაცვლად საქართველოს დროშის აღმართვას მოითხოვდნენ.