დაპირისპირება ამერიკის პრეზიდენტსა და მისი გუნდის უკვე ყოფილ წევრს შორის.
მსოფლიო მედია ტრამპისა და მასკის საჯარო ურთიერთბრალდებების და უთანხმოების თემამ მოიცვა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებიდან მალევე დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელი ახლა ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს, მეტიც, მასკი ამტკიცებს, რომ თეთრი სახლის ლიდერი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის გასამართლებული ამერიკელი ფინანსისტის სკანდალური საქმის მასალებშიც ფიგურირებს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს „რესპუბლიკელების“ ყველაზე დიდი შემომწირველი წერს, რომ ტრამპი მისი დახმარების გარეშე ვერ გაიმარჯვებდა. აშშ-ის პირველი პირი იმედგაცრუებულია. დაპირისპირება საბიუჯეტო ხარჯებისა და გადასახადების შესახებ კანონპროექტის გარშემო დაიწყო, რასაც მასკი მწვავედ აკრიტიკებს. ამერიკის პრეზიდენტი ბიზნესმენის განაწყენებას ელექტრომობილების მანდატის შემცირების გადაწყვეტილებით ხსნის.