დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე

დაპირისპირება თბილისში.

ინციდენტი დოლიძის ქუჩაზე მოხდა. ხელჩართულ ჩხუბში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირება ერთ-ერთი ობიექტის გაფიცულ თანამშრომლებსა და უცნობი პირების ჯგუფს შორის მოხდა. თავდაპირველად ადგილი ჰქონდა გაფიცულების მისამართით გინებას ავტომობილიდან, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება უცნობი ჯგუფის მხრიდან. შემდეგ კი გაფიცულებს შენობიდან ესროლეს კვერცხები. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.