დაპირისპირება დმანისში

15:02, 17.05.2021

ფიზიკური დაპირისპირება დმანისში ამ დროისთვის განმუხტულია, თუმცა პოლიციის შენობასთან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილი ისევ რჩება. ისინი გამოკითხვების დასრულებას ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე ადგილზე იმყოფება. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაისჯება ყველა დამნაშავე პირი.

დმანისში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც კონფლიქტის განმუხტვის გზებზე მსჯელობენ. განსაკუთრებული დაძაბულობა ადგილზე დილიდან იყო. ადგილობრივები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ. დაშავდნენ პოლიციელებიც.

გიორგი კობერიძე დეტალებით.

მსგავსი