დაპირისპირება და ინსტიტუციური კრიზისი პოლონეთში
კრიზისი და სახელისუფლებო შტოებს შორის კიდევ უფრო გამწვავებული დაპირისპირება პოლონეთში.
საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო სასამართლოს ხელმძღვანელობის საკითხზე ერთმანეთს პრემიერ ტუსკის მთავრობა და პრეზიდენტი დაუპირისპირდნენ, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. უთანხმოების და დავის საგანია პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეების უფლებამოსილების ცნობა და წინა ხელისუფლების დროს დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარის თანამდებობიდან დროებით გადაყენება. მხარეები ვერ თანხმდებიან, თუ ვინ უნდა დააკომპლექტოს სასამართლო და ვის კომპეტენციაში შედის ახალი მოსამართლეების დანიშვნა. დაპირისპირება უკვე ფასდება, როგორც საკონსტიტუციო ტრიბუნალზე გავლენების და კონტროლისთვის ბრძოლა. ხვალ ტრიბუნალის და უზენაესი სასამართლოს საერთო კრებებია ჩანიშნული, პრეზიდენტმა ნავროცკიმ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. აქციები სასამართლოს გარშემო და სამართალდამცავების მობილიზება შენობასთან: გივი ბარამიძის რეპორტაჟი.