სომხეთში დაკავებების და სასულიერო პირებისთვის ბრალდებების წარდგენის სერია გრძელდება.
ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში საკათედრო ტაძარი მოექცა, სადაც დღეს სამართალდამცავები გამოჩნდნენ. სწორედ ეჩმიაძინში იმყოფებოდა შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, რომელსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებში ედება ბრალი. გამოტანილია მისი დაკავების დადგენილება, თუმცა ტაძართან შეკრებილი მოქალაქეების პროტესტის გამო ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ეჩმიაძინის ტერიტორია დატოვეს. მოგვიანებით მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი საგამოძიებო უწყებაში თავად მივიდა. შირაკის ეპარქიის წინამძღვარი მთავრობას საფრთხედ განიხილავს და ხელისუფლებას ეკლესიის საჯაროდ დამცირების მცდელობაში ადანაშაულებს. ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია მთავარეპისკოპოსი და პოლიტიკური მოძრაობის რამდენიმე წევრი. მიმდინარე მოვლენების ფონზე პრემიერსა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსს შორის კიდევ უფრო ღრმავდება დაპირისპირება, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის პერიოდიდან იღებს სათავეს.