დაპირისპირება და ცვლილებები ოპოზიციაში

12:13, 03.07.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საზოგადოებას არაგულწრფელობისთვის ბოდიშს უხდის. მისი განმარტებით, 2 წლის წინ, როცა მან თავმჯდომარეობის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი შეცვალა და ამ ცვლილების მიზეზად, ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, პარტიამ იცრუა. თინა ბოკუჩავა 2 წლის თავზე აღიარებს, რომ რეალური მიზეზით, მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის, ლევან ხაბეიშვილი თითქოს მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი იქნებოდა, ამიტომ ის თინა ბოკუჩავათი ჩაანაცვლეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ სიცრუე და არაგულწრფელობა არ უკვირთ.„ ქართული ოცნება“ ოპონენტების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

მსგავსი