დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

მხარეები ერთმანეთს სარაკეტო თავდასხმებში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანულ მხარეს გავრცელებული ინფორმაციით საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის 27 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 141 პირი. მათ შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლი არის ქალაქ განჯაშიც, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 27 სექტემბრიდან საარტილერიო ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს. ბაქოს ცნობით, დაიღუპა 3 ადამიანი.

ქალაქ განჯაში იმყოფებოდა დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი. ლევან ახალია და გიორგი ქასრაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრნენ.