დაპირისპირება აქციაზე

ხმაური იყო ბათუმის ცენტრალურ, ე. წ. ხოფის ბაზრობაზე, სადაც „ლელოს“ წევრებს მოქალაქეთა ჯგუფი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ბაზრობაზე ხვალინდელი აქციის მოსაწვევებსა და ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც დაპირისპირება დაიწყო.

სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა, ბაზრობის ადმინისტრაციისა და მოვაჭრეთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის გამოჩენამ და მოწოდებებმა მათი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.