დაპირისპირება აქციაზე - შეფასებები

რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის დაპირისპირებას, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. 

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გეგელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და „ყველანი ერთ მხარეს დგანან“.

აქციაზე მოქალაქეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ