დაპირისპირება აქციაზე - გამოხმაურებები

აქციებსა და მარშებზე მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენა ოპოზიციის ლიდერებსა და აქტივისტებში კიდევ ერთხელ ხდება დაპირისპირების თემა – ამ შემთხვევაში საუბარია გუშინ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც ერთ-ერთ მოქალაქეს თან სწორედ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ბანერი ჰქონდა, რამაც აქციის სხვა მონაწილეებისა და ორგანიზატორების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, მათ შორის იყო გოტა ჭანტურია, რომელმაც მოქალაქეს მოუწოდა, ბანერი აქციიდან გაეტანა.

ამ ინციდენტის შემდეგ დღეს უკვე თავად გოტა ჭანტურია გახდა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკის ადრესატი. ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ჭანტურიას აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც წერს, რომ რუსთაველი მხოლოდ გოტა ჭანტურიასი არ არის და განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო ის ადამიანებს თავს არ უნდა ესხმოდეს. არაევროპულ საქციელზე მიუთითებს ნიკა გვარამია. „ეს არც ევროპაა, არც ევროპული ფასეულობები და არც ევროპის დღის ზეიმზე არაა მოძალადე და სხვების აუტანლობით დაავადებული ხალხის ადგილი“, – წერს გვარამია. თავად სამოქალაქო აქტივისტი გოტა ჭანტურია მწვავე კრიტიკას არ გამოხმაურებია.