დაპირისპირება „ანას ბაღში“

სადავო ხდება ვარკეთილში დაგეგმილი მშენებლობა.

სამშენებლო კომპანია „ანას ბაღის“ სახელით ცნობილ სკვერთან ახლოს 10-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს, რასაც ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. პროტესტი დღეს იმდენად გამწვავდა, რომ გზაც კი გადაიკეტა. არიან დაკავებულები. თბილისის მერია 2016 წელს გაცემულ ნებართვაში სამართლებრივ ხარვეზებს ვერ ხედავს, რის გამოც დეველოპერულ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას არ სთხოვს. თავის მხრივ პოზიციების დათმობას არ აპირებს ადგილობრივი მოსახლეობა. არ არის გამორიცხული, რომ დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს.