დაპირისპირება ახალქალაქში

თამარ მეფის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაშავდა ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი შტაბის რამდენიმე წევრი.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოძრაობის, – „ძალა ერთობაშია“ წევრების განცხადებით, მათი საარჩევნო შტაბის უფროსი, აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. ოპოზიცია მომხდარში უმრავლესობის დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმას ადანაშაულებს. მკოიანი და „ქართული ოცნების“ წევრები კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობენ.