კიდევ ერთი დაპირისპირება საკრებულოს წევრებთან მოხდა. მას შემდეგ რაც მათ შეძახილების ფონზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, ბექა დავითულიანს ერთ-ერთმა აქტივისტმა მედიასთან განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. აღნიშნულს მოჰყვა დაპირისპირება შეკრებილებს შორის.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ დაპირისპირებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ეროვნული დღეების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება ქვეყნის უპატივცემულობის და დაზიანების მცდელობაა.