დანიური წარმოების ინსულინი საქართველოშია

12:28, 18.11.2025

ინსულინის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა მოხსნილია – ქვეყანაში დანიური წარმოების პრეპარატი შემოვიდა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ უკვე ხელმისაწვდომია. პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ფრანგული ანალოგით გააგრძელონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე ფრანგულ „აპიდრას“ იყენებდა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა, რის გამოც, პაციენტთა ნაწილს ამ პრეპარატის მიწოდების პრობლემა შეექმნა.

მსგავსი