დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

დანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევია – ასეთი იყო თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დანიის პირველი დიპლომატის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.

ლარს ლოკე რასმუსენი ევროკავშირიდან უკვე მეშვიდე საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვამდე თბილისში ჩამოვიდა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ადგილზე გაეცნო. ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებიც. ლარს ლოკე რასმუსენი შეხვდა საქართველოს პრემიერს და ეკონომიკის მინისტრსაც. ვიზიტის ფარგლებში ევროპელმა დიპლომატმა ილია დარჩიაშვილთან ერთად საქართველოში დანიის საელჩო ოფიციალურად გახსნა – ანა ბროლაძე დეტალებით.