დანიის პრემიერის გამოხმაურება

გრენლანდიის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი და აღნიშნავს, რომ გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის.

„დანიის მთავრობის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. გრენლანდიის მომავალი განისაზღვრება გრენლანდიაში. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა,რომ გრენლანდიელები უზარმაზარ სარგებელს მიიღებენ, როდესაც გრენლანდია ამერიკის ნაწილი გახდება.