დანიგანის პოლიტიკური გზავნილები – გამოხმაურება
ისევ შეფასებების საგანია ამერიკის ელჩის ინტერვიუ და მმართველი გუნდის მხრიდან გაგზავნილი წერილი. ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანი აშშ-სა და საქართველო შორის დაპირისპირებაა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ გადამდგარი ელჩის გზავნილები საინტერესო აღარ არის. შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიღებული ვაშინგტონში.