დანიელსონის დოკუმენტი - ხელმოწერები

პოლიტიკური დოკუმენტის სადავო ხუთი პუნქტის ბოლოს „ქართული ოცნების“ ხელმოწერა უკვე დასმულია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე საათში, დანიელსონის შუამავლობით შედგენილ ტექსტს ხელი ცალმხრივად მოეწერა. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები თანხმობას არ ჩქარობენ და კონკურენტებს მათ პრინციპულ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რაც რიგგარეშე არჩევნებსა და მელია-რურუას გათავისუფლებას ეხება.

როგორია მხარეთა პოზიციები და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ, მოლაპარაკებების გაგრძელების რა პერსპექტივა გაჩნდა – თამუნა წიკლაური მუშაობს თემაზე და საუბარს ახლა სწორედ ის განაგრძობს.