დანიელსონის დოკუმენტი - ხელმოწერები

სადავო დოკუმენტზე ხელი ცალმხრივად უკვე მოწერილია. ამის დამადასტურებლად მოლაპარაკებების პროცესში ჩართულმა უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე საათში ტექსტი მათივე სახელებით, საჯაროდ გამოაქვეყნეს.

„ქართულ ოცნებაში“ ახლა ოპონენტების გადაწყვეტილებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ თუ ოპოზიცია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ეს მათთვის პოლიტიკური თვითლიკვიდაციის ტოლფასი იქნება.