დანიაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

დანიაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. როგორც ცნობილია, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიციის შენობა დაზიანდა.

დანიის დედაქალაქში პირველი აფეთქება ოთხი დღის წინ, 6 აგვისტოს მოხდა. მაშინ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა აღნიშნული ორი აფეთქება ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა სამართალდამცველები ეძებენ მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დატოვე კომენტარი