დანია საქართველოს და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად 860 მილიონ კრონს გამოუყოფს

დანია, საქართველოს და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად 860 მილიონ კრონს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამინისტრომ ახალი სამეზობლო პოლიტიკა უკვე დაამტკიცა, რომელიც 2 ქვეყნისთვის 2017-2021 წლებში 860 მილიონი კრონის გამოყოფას ითვალისწინებს.

საუელსენის თქმით, საქართველოს ერთი მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მთავრობა ამ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს.

ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას, რათა ისინი ძლიერ და კარგად ფუნქციონირებად დემოკრატიებად იქცნენ. ჩვენ დავეხმარებით ორივე ქვეყნის ბიზნესს, რომ მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენება უკეთ შეძლონ. ეს საუკეთესო გზაა რომ საქართველო და უკრაინა ევროპას დაუახლოვდეს. ამის მისაღწევად ისინი ფინანსურად ძლიერები უნდა გახდნენ, – აცხადებს სემუელსენი.