დანია – საქართველო პირველ არხზე

15:51, 23.02.2024

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს დანიაში ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. დანია ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტია ფინალური ეტაპის გზაზე. ჯგუფში ოთხი ნაკრებია: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. ფინეთი კონტინენტის პირველობის მასპინძელია და ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს. საქართველოსა და დანიის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი