დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „გეოპოლიტიკური დაძაბულობა არქტიკაშიც გავრცელდა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეიდან გრენლანდიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაფართოვდება სამხედრო განლაგება“. ეს გულისხმობს საჰაერო ხომალდების, გემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას, მათ შორის ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებიდან. დოკუმენტის მიხედვით, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია წვლილს შეიტანენ ამ ოპერაციაში. პარალელურად დანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე თავდასხმის განხორციელების ალბათობა , „სრულიად ჰიპოთეტურია“.