დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი ყოფილი თანამშრომელი პროკურატურას განცხადებით მიმართავს

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი ყოფილი თანამშრომელი პროკურატურას განცხადებით მიმართავს. ისინი ითხოვენ, საგამოძიებო უწყებამ  შეისწავლოს, რატომ არ ასრულებს იუსტიციის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გათავისუფლებული პირები მიიჩნევენ, რომ ისინი სამსახურიდან 2014 წელს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. საია-ს ადვოკატის განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრს ყველა სასამართლო ინსტანციამ ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება და სახელფასო გადაცდომის აღდგენა დაავალა. თუმცა, ადვოკატის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს უწყება არ ემორჩილება სასამართლოს განაჩენს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს იუსტიციის სამინისტროში არ აკეთებენ.