დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები

2025 წელს, გასულ წელთან შედარებით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია – სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. როგორც ირკვევა, წინა წელთან შედარებით გაზრდილია დანაშაულის მაჩვენებელიც, რასაც უწყებაში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათ შორის სახელდება გააქტიურებული ბრძოლა ორგანიზებული და ნარკო დანაშაულის წინააღმდეგ და გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკა. დანაშაულის მაჩვენებლების კლება ფიქსირდება სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის პრიორიტეტებზეც საუბრობენ. ნარკოტიკების რეალიზაციის, უკანონო მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.