დამწვრობის შემთხვევა

დამწვრობის ცენტრში ბოლო 10 დღის განმავლობაში პიროტექნიკით დაშავებული 25 პაციენტი შევიდა.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებები მძიმე არ იყო და მოქალაქეები მალევე გაწერეს. გუგა ქაშიბაძის თქმით, დაშავებულთა უმეტესობა 6-დან 12-წლამდე ბავშვები იყვნენ.

ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს, პიროტექნიკის არასწორი გამოყენებისგან თავი შეიკავონ.