დამშვიდობება ტარიელ ჭანტურიასთან
ცნობილი ქართველი პოეტი, ტარიელ ჭანტურია დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს – ის 8 ივლისს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი კრებული ავტორმა 1964 წელს გამოსცა. მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში პოეტს არაერთი კრებული აქვს გამოცემული, მისი შემოქმედება თარგმნილია რამდენიმე ენაზე. მას ეკუთვნის საბავშვო ლექსების კრებულებიც. არის არაერთი პუბლიკაციისა და წერილის ავტორი. ტარიელ ჭანტურია სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა.