დამშვიდობება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
სიონის ტაძარში პატრიარქს მისი დაცვის სამსახურის თანამშრომლები, სასულიერო პირები და მთავრობის წევრები გამოემშვიდობნენ. ემოციური იყო პატრიარქის მოსაყდრისა და მღვდელმთავრების გამოსამშვიდობებელი სიტყვები. სინოდის სახელით უწმინდესს უკანასკნელად მიმართა უხუცესმა წევრმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ, რომელმაც ილია მეორის მოღვაწეობას სამოციქულო გზა უწოდა.
მეუფე შიოს თქმით, განსაკუთრებული იყო ილია მეორის დამოკიდებულება სიონის ტაძრისადმი. სწორედ სიონში დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, შეიძლება ითქვას, სამოციქულო ღვაწლი და გზა, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში.