დამშვიდობება პატრიარქთან – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას 20-მდე დელეგაცია დაესწრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას 20-მდე დელეგაცია დაესწრება. მათ შორის იქნებიან იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი წარმომადგენლობა, ასევე დელეგაცია ვატიკანიდან. საქართველოში ჩამოვლენ სტუმრები ალექსანდრიის საპატრიარქოდან და სხვადასხვა ქვეყნის ავტოკეფალიური ეკლესიებიდან. სამებაში ელოდებიან აშშ-სა და მეზობელი ქვეყნის დელეგაციებსაც. საქართველო სამძიმრის წერილებს იღებს. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრიც. ალი ასადოვმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოხატა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ეწვია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრიც.