დამსაქმებელთა ასოციაციის კონფერენცია

გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში“ – დამსაქმებელთა ასოციაცია საერთაშორისო კონფერენციას მართავს. მიზანია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის გაცნობა, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით შეიმუშავა და გამოხატავს დამსაქმებელთა ასოციაციის ხედვებსა და რეკომენდაციებს.

დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო ბიზნესსექტორი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.