დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც აღინიშნა.

ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცეს. ღონისძიების დაწყებამდე მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პოლკოვნიკმა ტაბატაძემ სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით მიმართვისას მან ქართული ჯარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხილულ და უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა. ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენით დასრულდა.

დატოვე კომენტარი