პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატების განცხადებები

მომავალი პრეზიდენტის სამუშაო ადგილი ისევ პოლიტიკური უთანხმოების თემაა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ყოფილ თანაგუნდელს და ამჯერად უკვე პრეზიდენტობის კანდიდატ დავით უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ეს მას შემდეგ, რაც უსუფაშვილმა ირაკლი კობახიძეს მისი ფუნქციების გათვალისწინებით, პარლამენტის სარდაფში მუშაობისკენ მიუთითა. ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის სპიკერის კომენტარი, სადაც ის პრეზიდენტის შემცირებულ უფლებამოსილებაზე საუბრობდა.

პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე კვლავ ინტრიგად რჩება, ვის დაუჭერს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს. დავით უსუფაშვილისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნების” მხარდაჭერის იმედი აქვს.