დამოუკიდებელი იურისტების რეზოლუციის პროექტი

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა, პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა. მათი განცხადებით, დოკუმენტი სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარებასა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებებს ითვალისწინებს.

იურისტებს პარლამენტის მხარდაჭერის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მას თავისი პოლიტიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ექნება. რეზოლუციის პროექტს მხარს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რვა პოლიტიკური ჯგუფი და 300- მდე მოქალაქე უჭერს.