დამოუკიდებელი ინსპექტორის წარდგენა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის პირველი სამუშაო დღე.

ზურაბ აზნაურაშვილმა თანამშრომლებს საკუთარი გეგმები წარუდგინა. ის 5 წლის ვადით აირჩიეს. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი სასამართლო რეფორმის ე. წ. მესამე ტალღის ფარგლებში შეიქმნა. მისი ფუნქცია მოსამართლეთა შესახებ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებაა.

ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყო. აღნიშნულ თანამდებობას ქეთევან ცინცაძე იკავებდა. პოსტი კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქეთევან ცინცაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.