დამოუკიდებელი დეპუტატები არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ

საარჩევნო ცვლილებები განხილვის თემა იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან დამოუკიდებელი დეპუტატების დახურულ შეხვედრაზე.

არჩილ თალაკვაძეს ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე შეხვდნენ.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ის კოლეგებთან ერთად ჩაერთვება სამუშაო ჯგუფში და ამ ფორმატში მსჯელობა უნდა გაგრძელდეს გაუნაწილებელ მანდატებზე, პარტიების დაფინანსებისა და სარეკლამო დროის საკითხზე.

ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში განსხვავებული პოზიციის მქონე დეპუტატებისთვის გაცილებით უკეთესი სამუშაო გარემო იქნება.