17 დღეში გაირკვევა, რას გულისხმობს ოპოზიცია ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაში. მანამდე კი თვეებით ადრე დაანონსებული ოპოზიციური გეგმის, რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.
ყრილობა ოთხ ოქტომბერს, 4 საათზე, დროშებით ჩანაცვლებული ვარდები, საღამოს რვაზე ხელისუფლების გადაბარების მოლოდინი და მინისტრთა ოპოზიციური კაბინეტის წარდგენა. ასეთია რუსთაველის გამზირისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია, რომელსაც ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, აქტიურად მსოფლიო ბანი ხელმძღვანელობს. თუმცა, რა იგულისხმება მშვიდობიან დამხობაში, ან როგორ უნდა აიძულონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალაუფლება დათმოს, ეს კითხვები ისევ უპასუხოდ რჩება. ცნობილი ხდება, რომ გეგმას უერთდებიან აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებიც.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე პარტიებს, „ლელოს“ გარდა, რომელიც აქციაში ჩართვას აპირებს, სხვა პარტიები დაანონსებულ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნებიან – თამარ წიკლაური არკვევდა რისთვის ემზადება ოპოზიცია და როგორია მმართველი გუნდის რეაქცია ოპონენტების გეგმაზე.