პროფკავშირების კულტურის ცენტრში „ქართველთა დიდი გაერთიანება – მამული, ენა, სარწმუნოებისთვის“ დამფუძნებელი კრება გაიმართა. დამფუძნებლების განცხადებით, მოძრაობის შექმნის მიზანი ქართველი ხალხის გაერთიანებაა. მათი თქმით, ქვეყანა დემოგრაფიულ და პოლიტიკურ ჩიხშია შესული, გაერთიანება კი ამ კრიზისის მოაგვარებს. მიზნებს შორის არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.