დამატებითი თანხა ღაზაში დაგეგმილი სტაბილიზაციისთვის
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზაში დაგეგმილი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისთვის 206 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს. თანხა ძალების აღჭურვილობას, ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტსა და ოპერაციულ ხარჯებს მოხმარდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ძალები ღაზაში უსაფრთხოების ოპერაციებს უხელმძღვანელებენ და დემილიტარიზაციას შეუწყობენ ხელს. საერთაშორისო ძალების საბოლოო შემადგენლობა და ღაზაში განთავსების ვადა უცნობია. მონაწილეობაზე თანხმობა ინდონეზიამ, მაროკომ, ყაზახეთმა, კოსოვომ და ალბანეთმა უკვე განაცხადეს.